Fast food და ჯანმრთელობა

 



     ცარიელი კალორიებიარის არაოფიციალური სახელწოდება ისეთი საკვების , რომელსაც აქვს ძალიან ბევრი კალორიები, მაგრამ არ შეიცავენ ან ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს. უფრო მეტიც, ასეთი საკვები შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც არის ჯანმრთელობისთვის საზიანო, როცა მათ მოიხმარენ რეგულარულად.
არაჯანსაღი საკვები, არის ძირითადად მზა პროდუქტები, რომლებიც უმეტესად შედგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, მარილისგან ან შაქრისგან და როგრც წესი, არ შეიცავს  ვიტამინებს, ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს.
ტიპიურ არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება ჩიფსები, ტკბილეული, საღეჭი რეზინი, სწრაფი კვების პროდუქტები, მრავალფროვანი არაალკოჰოლური სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა და სხვა ), ბავშვებისთვის განკუთვნილი Froot Loops, ჯუსი ფრუტი სხვა.   ასეთ პროდუქტებს ასევე ეძახიანნაგავ საჭმელს” ( ინგ. junk food  ), თუმცა ეს სახელწოდება  თავდაპირველად  გამოიყენებოდა არა ხარისხის აღსანიშნავად ასეთი პროდუქტების, არამედ იგი  მათმა მასობრივმა მოხმარებამ გამოიწვია ძალიან დიდი ტერიტორიების დანაგვიანება, რადგან ბევრი ასეთი პროდუქტი შეფუთულია სპეციალურ პოლიეთილენის პარკებში, რომლებიც ძალიან ნელა იშლება.
მსგავსი პროდუქტების   წარმოება ხდება მრავალი ფორმით და აგრესიულად ხდება მათი რეკლამირება. ის წარმოებისთვის მომგებიანია, რადგან მისი წამოება იაფი ჯდება და დიდხანს ინახება ჩვეულებრივ პირობებში. ასეთი პროდუქტები პოპულარულია მომხმარებლებს შორისაც, რადგან მათ აქვთ მკაფიო გემო, მათ არ სჭირდებათ მომზადება და შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჭამა
არაჯანსაღი საკვები, არის ძირითადად მზა პროდუქტები, რომლებიც უმეტესად შედგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, მარილისგან ან შაქრისგან და როგრც წესი, არ შეიცავს  ვიტამინებს, ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს.
ტიპიურ არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება ჩიფსები, ტკბილეული, საღეჭი რეზინი, სწრაფი კვების პროდუქტები, მრავალფროვანი არაალკოჰოლური სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა და სხვა ), ბავშვებისთვის განკუთვნილი Froot Loops, ჯუსი ფრუტი სხვა.   ასეთ პროდუქტებს ასევე ეძახიანნაგავ საჭმელს” ( ინგ. junk food  ), თუმცა ეს სახელწოდება  თავდაპირველად  გამოიყენებოდა არა ხარისხის აღსანიშნავად ასეთი პროდუქტების, არამედ იგი  მათმა მასობრივმა მოხმარებამ გამოიწვია ძალიან დიდი ტერიტორიების დანაგვიანება, რადგან ბევრი ასეთი პროდუქტი შეფუთულია სპეციალურ პოლიეთილენის პარკებში, რომლებიც ძალიან ნელა იშლება.
მსგავსი პროდუქტების   წარმოება ხდება მრავალი ფორმით და აგრესიულად ხდება მათი რეკლამირება. ის წარმოებისთვის მომგებიანია, რადგან მისი წამოება იაფი ჯდება და დიდხანს ინახება ჩვეულებრივ პირობებში. ასეთი პროდუქტები პოპულარულია მომხმარებლებს შორისაც, რადგან მათ აქვთ მკაფიო გემო, მათ არ სჭირდებათ მომზადება და შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჭამა.   მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
§  ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
§  უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
§  ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.
     რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევსმისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.
   
http://geohealthystyle.wordpress.com/2010/05/29/fast-food-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/


http://caloriesdiet.ge/kaloriebis-sesaxeb/carieli-kaloriebi-anu-swrafi-kveba/menu-id-15.html

No comments:

Post a Comment