ცარიელი კალორიები“ არის არაოფიციალური სახელწოდება ისეთი საკვების ,რომელსაც აქვს ძალიან ბევრი კალორიები, მაგრამ არ შეიცავენ ან ძალიან მცირერაოდენობით შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლონივთიერებებს. უფრო მეტიც, ასეთი საკვები შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან,რომლებიც არის ჯანმრთელობისთვის საზიანო, როცა მათ მოიხმარენრეგულარულად.
არაჯანსაღი საკვები, არის ძირითადად მზა პროდუქტები, რომლებიც უმეტესადშედგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, მარილისგან ან შაქრისგან და როგრცწესი, არ შეიცავს ვიტამინებს, ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო დამაკრო ელემენტებს.
მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად,ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევსგაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვებიშეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი,კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელსასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდკალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალიალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევსკალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
§ ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალენერგეტიკულ ღირებულებას;
§ უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
§ ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების,ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.
რაც შეეხე
ბა კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ:კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათიმომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვებინამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებულიტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები)ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათმიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა,ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების,კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობადა იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტისდადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველაის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კიმწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმებისშემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია,რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირამათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენსსაიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინცყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს,ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდისპოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი დადროის უქონლობაა.

No comments:
Post a Comment